
უკრაინა: რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20–ვე დრონი გავანადგურეთ
17/05/2024 05:57:52 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 20-ვე "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს.
"17 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას შეუტიეს "შაჰიდის" ტიპის 20 დრონით. საჰაერო ბრძოლის შედეგად, მტრის 20-ვე "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ ხარკოვის, პოლტავის, ვინიცის, ოდესისა და მიკოლაევის რეგიონებში," - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინელი სამხედროები მიუთითებენ, რომ ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.