Accentnews.ge
რუსეთთან კავშირში ეჭვმიტანილ გერმანელ დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს

რუსეთთან კავშირში ეჭვმიტანილ გერმანელ დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს

17/05/2024 06:12:34 მსოფლიო

ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) კანდიდატი პეტერ ბისტრონი ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პლატფორმა "ევროპის ხმის" (Voice of Europe) სკანდალის შემდეგ. საუბარია ინტერნეტპორტალზე, რომელიც ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ავრცელებდა და ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ჩეხეთის უსაფრთხოების ცნობით, საიტის საქმიანობა პუტინის მეგობარისა და ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის მიერ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდა.

სასამართლოს ორდერის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა დეპუტატის ბერლინის ოფისში, ასევე მიუნხენის, დეგენდორფის, ერდინგისა და მაიორკის საცხოვრებელ ადგილებში.

პეტერ ბისტრონი მეორე ადგილზეა მოახლოებული ევროპარლამენტის არჩევნებისთვის პარტია AfD-ის მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიაში. მანამდე ბუნდესტაგმა მას საპარლამენტო იმუნიტეტის უფლება ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველა პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, “ალტერნატივა გერმანიისათვის” გარდა.

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელ პოლიტიკოსებზე რუსეთის შესაძლო გავლენის გამოძიების ფარგლებში, ბისტრონის მიმართ ეჭვები ჩეხეთის სპეცსამსახურებს გაუჩნდათ. ჩეხური Denik N იტყობინებოდა, რომ პეტერ ბისტრონმა პრორუსული ორგანიზაციებისგან, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი ევრო მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S