Accentnews.ge
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი დაიღუპა

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად კაცი დაიღუპა

17/05/2024 09:09:47 საზოგადოება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 53 წლის კაცი ფერდობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი მიწის ქვეშ წყლის მილებს ამონტაჟებდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამაშველო ჯგუფს კაცი დაღუპული დახვდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S