Accentnews.ge
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ქაშვეთთან ხალხი იკრიბება, მივიდნენ მთავრობის წევრებიც

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად ქაშვეთთან ხალხი იკრიბება, მივიდნენ მთავრობის წევრებიც

17/05/2024 09:22:40 საზოგადოება

თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა და მათი მოწოდებით მოსახლეობის ნაწილმა შეკრება დაიწყო. ისინი დღეს, 17 მაისს „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავენ.

ადგილზე მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები. კერძოდ, ადგილზე იმყოფებიან პრემიერი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები.

დაგეგმილია მსხვლელობა სამების ტაძრამდე.

​17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა - 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

უკვე 2024 წელს საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. მმართველ პარტიას მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S