საქსტატი: I კვარტალში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის – შემცირდა

17-05-2024 14:25:32 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტია.

ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9%-ით ჩამორჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები