მოსკოვში საქართველოსთან ანგარიშსწორების რუბლსა და ლარზე გადაყვანის საკითხზე იმსჯელეს

17-05-2024 14:55:18 პოლიტიკა

მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ე.წ საქმიანი საბჭოს (რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით დაფუძნებული ორგანო) მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველო და რუსეთი სამომავლოდ ეროვნულ ვალუტებში ურთიერთანგარიშსწორებაზე უნდა გადავიდნენ რათა "რუბლიცა და ლარიც გადახდის საშუალება იყოს და ფინანსური ტრანზაქციები შუამავლების გარეშე განხორციელდეს".

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ აღნიშნა, "არავის მათგან, ვინც რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობაშია ჩართული, მინიმალური ეჭვიც კი არ აქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობები არათუ არ გაიყინება, არამედ მხოლოდ განაგრძობს განვითარებას". მან მოუწოდა სხდომისს მონაწილეებს, "არ შეჩერდნენ და განაგრძონ დასახული მიზნებისკენ სვლა".

ამ კონტექსტში პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.

რუსმა ჩინოსანმა შეახსენა შეკრებილთ, რომ გასული წლის მაისში რუსულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მოჰყვა.

"ვალდებულებები, რომელიც ჩვენმა საქმიანმა საბჭომ იკისრა, სრულდება ეკონომიკური და კულტუროლოგიური დღი წესრიგების შეთავსებით. რიგ შემთხვევბში ერთი კონცერტიც საკმარისია იმ სირთულეების დასაძლევად, რომელსაც დიპლომატიური გზით წლების განმავლობაში ვაგვარებდით" - აღნიშნა პადალკომ. მან ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროში "დიდი ამბიციების" არსებობა ახსენა და განმარტა, რომ საუბარია, კერძოდ, საავტომობილო გადაზიდვების გაფართოებაზე, მათ შორის - "შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გავლითაც, ასევე სარკინიგზო კავშირის აღდგენაზე" (ადრე საუბარი იყო ინგუშეთის გავლით მაგისტრალის მშენებლობაზე).

ე.წ რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, "რუსეთის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ მხარი დაუჭირა მოსაზრებას ორი ქვეყნის ურთიერთობებში წინ წაწევის აუცილებლობის თაობაზდე, "რათა შვილებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მყარი ფუნდამენტი დავუტოვოთ".

თავის მხრივ ე.წ საქმიანი საბჭოს თავმჯდომარემ იური ბალაშოვმა მოახსენა შეკრებილთ, რომ 2023 წელს საქართველოს რუსეთიდან 1.2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 10%-ით აღემატება და საქართველოში ჩასულ ტურისტთა სრული რაოდენობის 23,2 პროცენტს უტოლდება. ბალაშოვმა აღნიშნა ისიც, რომ ამ დროისთვის რუსეთის სხვადახვა ქალაქებიდან თბილისის, ბათუმია და ქუთაისის მიმართულებით კვირაში 30-ზე მეტი ავიარეისი ხორციელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება და რუსეთისა და საქართველოს სხვა ლოკაციებსაც დააკავშირებს.

რუსეთ-საქართველოს ე.წ საქმიანი საბჭოს სხდომა 14 მაისს გაიმართა. სხდომის გახსნისას შეკრებილთ წაუკითხეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის წერილობითი მიმართვა. შეკრებილთ ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდნენ ბიზნესთანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის კომპანია "ტრიპსფეისის" მფლობელი სოსო გურული, საქართველოში გლემ;პინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო, კომპანია "VR ჰოლდინგ"- ის გაყიდვების მენეჯკერი მარიკა ბურჭულაძე, კომპანია "გრინ გარდენის" მთავარი მენეჯერი თამარ ბერულავა, ქართულ ტელე-არხ "საფერავის" დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვი,

Новости

Другие новости