
პუტინი: რუსეთი ახლა არ აპირებს ხარკოვის აღებას
17/05/2024 11:39:19 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მისი ქვეყნის ამჟამად არ აპირებს ხარკოვის დაპყრობას. ეს განცხადება მან ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციზე გააკეთა.
"რაც შეეხება ხარკოვს, დღეს ასეთი გეგმები არ არსებობს", - თქვა პუტინმა.
ტრადიციულად, მან ხარკოვში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა და ამტკიცებდა, რომ ისინი საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავენ.
"თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, შევქმნათ უსაფრთხოების ზონა - სანიტარული ზონა" - თქვა მან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია და რომ რუსეთის მიზანი ხარკოვის დაპყრობაა