
ყირიმში სამი რუსული მოიერიშე განადგურდა, ერთი დაზიანდა
17/05/2024 12:28:49 მსოფლიო
The New York Times-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა კრისტიან ტრიბერტმა გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ბალბეკის აეროდრომის ახალი სატელიტური ფოტოები 14 და 15 მაისს ATACMS-ებით განხორციელებული იერიშების შემდეგ.
სურათების ანალიზის შედეგად ტრიბერტმა დაასკვნა, რომ სრულად განადგურდა ორი თვითმფრინავი მიგ-31 და ერთი სუ-27, ერთი მიგ-29 დაზიანებულია. ასევე განადგურდა ძირითად ასაფრენ ბილიკთან მდებარე საწვავის საწყობი, წერს ტრიბერტი. ფოტოებზე ჩანს კვამლი, ვინაიდან საცავში ხანძარი ჯერაც არ ჩაუქრიათ.
Planet.com-ის სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც 16 მაისს გაკეთდა უკრაინის იერიშების შემდეგ, ასევე ჩანს ხანძრის კვალი სუ-27-ის, სუ-30-ის და მიგ-31-ის სადგომზე. მათი დაზიანების ხარისხისა და დაზიანებული თვითმფრინავების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა რთულია.
სურათებზე ასევე ჩანს, რომ მთლიანად დაიწვა აეროდრომის საწვავი და შესაზეთი მასალების საწყობი.
სამხედრო აეროდრომი ბალბეკი 16 მაისს დღე-ღამეში მეორედ დაიბომბა.
14-დან 15 მაისის ღამით ბალბეკზე აფეთქებების ხმა ისმოდა. მედიის ცნობით, აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 38-ე საავიაციო პოლკი და რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს სევასტოპოლის საავიაციო-სამაშველო ცენტრი. აეროდრომზე ბაზირებულია ოცდაათი თვითმფრინავი.