ევროკავშირში აკრძალეს კრემლის პროპაგანდისტული მედიები

17-05-2024 17:58:28 ევროპა

ევროპულმა საბჭომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაჩეროს რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალების მაუწყებლობა. საუბარია კრემლის პროპაგანდისტულ „რია ნოვოსტიზე“, „როსიისკაია გაზეტაზე“, „იზვესტიაზე“ და Voice of Europe–ზე. ამ მედიების თანამშრომლებს არ ეკრძალებათ ევროპაში მუსაობა.

ევროპული საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და იწონებენ ომს უკრაინაში.

ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მედიასაშუალებები რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული კონტროლის ქვეშაა და ისინი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ინსტრუმენტს.

ევროპულმა საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურად ატარებს დეზინფორმაციის კამპანიას და თავის მედიას იყენებს აზრთა მანიპულაციისთვის, ფაქტების უხეში დამახინჯებისა და მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისთვის. იმ მედიის მთავარი მიზანი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, არის უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამართლება. მათი სამიზნე ასევე ხდება მრავალი ევროპული პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება როგორც ასეთი, დევნილები, რუსული ეთნიკური უმცირესობები, გენდერული უმცირესობები და ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტები მთლიანობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "საპასუხო ზომები მუშავდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები