შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული

17-05-2024 18:00:24 ციტატა

"ამ ადგილას ვიდექი საქართველოს მთავრობის მეთაურთან [ირაკლი კობახიძე] ერთად და მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა როცა ეს კანონი მიიღეს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა",– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის: 12 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის დროს შოლცმა "აგენტების კანონი" გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები