Accentnews.ge
ჯაფარიძე: მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლში, არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე

ჯაფარიძე: მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლში, არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე

17/05/2024 17:41:20 საზოგადოება

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იტყობინება, რომ ხალხს კრიმინალურ პოლიციაში მასობრივად იბარებენ.

"მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლში. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან. "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე",– წერს ის სოციალურ ქსელში.

ჯაფარიძე მოქალაქეებს ურჩევს, სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვონ და წარდგნენ ადვოკატთან ერთად:

"არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ".

იხილეთ ასევე: "როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს" – იურისტის რჩევები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S