Accentnews.ge
ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან 5 პირბადიანი "ზონდერი" დამხვდა, ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი

ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან 5 პირბადიანი "ზონდერი" დამხვდა, ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი

17/05/2024 19:08:31 საზოგადოება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, დღეს სადარბაზოსთან 5 შენიღბული პირი დახვდა და დაემუქრნენ.

"დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას ", – წერს ფავლენიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S