18-05-2024 19:05:22 საზოგადოება
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი საკუთარ კომენტარს განმარტავს სტუდენტების შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჯაყელს სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა პირმა ჰკითხა, "მაინტერესებს, როდის გარიცხავთ სტუდენტების იმ ნაწილს, რომლებიც ლექციებზე არ დადიან (თან "უცხო ქვეყნის აგენტების", მათ შორის ჩინეთის და რუსეთის, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან)." მას ჯაყელმა უპასუხა, "როგორც ყველაფერს, ამასაც თავისი დრო, წესი და ადგილი აქვს". სწორედ ეს კომენტარი განმარტა ჯაყელმა.
"ვფიქრობ საჭიროა სიცხადის შეტანა, განსაკუთრებით ნეგატიურად განწყობილი ადამიანების მიმართ. მინდა, გავაკეთო განმარტება იმ წინადადების, რასაც ასეთი ცილისმწამებლური სახე მიეცა ჩემს მიმართ. რაც რეალობას სრულიად არ შეესაბამება. კითხვა, რომელიც სტუდენტების გარიცხვას ეხებოდა პასუხი არის მოკლე და კორექტული. კითხვის დასმის ადრესატის საპასუხო და სრულიად გულწრფელი. ვერ ვხედავ პასუხში სად არის სტუდენტების გარიცხვაზე საუბარი. მეტსაც გეტყვით, ჩემი ფაკულტეტიდან დიდი რაოდენობით სტუდენტი იმყოფება აქციაზე, ასევე პროფესორ- მასწავლებლები და ერთი მათგანიც ვერ იტყვის რომ მათ მიმართ რაიმე ტიპის მითითება და ზეწოლა მოვახდინე. ამიტომ ვფიქრობ ეს ამონარიდი ჩემი სტუდენტებისაგან, აქციაზე თუ ლექციაზე მყოფი პროფესორ/მასწავლებლებისაგან ვერ დადასტურდება. გარდა ამისა, ჩემი სტუდენტების მიმართ დამოკიდებულება სიტყვებით გადმოსაცემი არ არის, ჩემი ყოველდღიური მუშაობით და ის მათთან დამოკიდებულებით ვლინდება."ამბობს ჯაყელი.