19-05-2024 09:06:12 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას "აგენტების კანონზე" ვეტოს დადების შესახებ და აცხადებს, რომ "ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად"
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.