Accentnews.ge
მერია: ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " ქარავან არტ ფორუმი " მიმდინარეობს

მერია: ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " ქარავან არტ ფორუმი " მიმდინარეობს

18/05/2024 19:23:35 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " ქარავან არტ ფორუმი " მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ცნობით, დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა «ურბანული პეიზაჟები».

გამოფენის გახსნას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო. გალერეაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ნამუშევრები - ფერწერა, მხატვრული ფოტოგრაფია, ინსტალაცია.

"ქარავან არტ ფორუმი 2024" 20 მაისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S