Accentnews.ge
მედია: ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

მედია: ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

19/05/2024 14:11:51 მსოფლიო

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა. შემთხვევა ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონში პრეზიდენტის ვიზიტისას მოხდა და მისი მდგომარეობა ამჟამად უცნობია, – იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "Tasnim".

მისივე ცნობით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ვერტმფრენთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ნისლიანი ამინდის გამო.

ვერტმფრენის მგზავრებს შორის არიან პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, თავრიზის იმამი აიათოლა ალ ჰაშემი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალიქ რაჰმათი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

ვერტმფრენი სამი შვეულმფრენისგან შემდგარი კოლონის ნაწილი იყო. Tasnim-ის ცნობით, ამ შვეულმფრენებიდან ორში იმყოფებოდნენ მინისტრები და ოფიციალური პირები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

ინციდეტის სხვა დეტალები ამ დროისვის უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S