Accentnews.ge
ხარკოვზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ხარკოვზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

19/05/2024 14:26:35 მსოფლიო

ხარკოვზე რუსეთის მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, მალოდანილოვსკის თემის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 15 - დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის არის სასწრაფო დახმარების მედდა.

თემის უფროსის ოლექსანდრ გოლოლობოვის ცნობით, დარტყმა იმ ადგილზე განხორციელდა, სადაც ხალხი ისვენებდა. ყველა დაშავებული, მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეა.

თავის მხრივ, ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იტყობინება.

დღეს დილით, ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარმა დაბომბა სოფელი ნოვოოსინოვოე. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, ხუთი ადამიანია დაშავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S