
პრემიერი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 000–დან 3 000 000 ლარამდე გაიზრდება
20/05/2024 07:30:27 ციტატა
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია 850 000 ლარის ოდენობით. გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღე გადაწყვეტილება, პრემიის მოცულობა გავზარდოთ სამ მილიონ ლარამდე. სამი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. საქართველო სამ შეხვედრას სამ სხვადასხვა ქალაქში –დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს.
გერმანია ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 14 ივნისს ჩემპიონატი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიხსნება. ფინალი კი 14 ივლისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021