Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს

20/05/2024 08:35:36 ციტატა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს.

"რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს, მითითებებს, მგონი, თუ ამ ფაშისტურ კამპანიას არ ავყვებით და შევხედავთ, რაზე იყო საუბარი - ეს იყო პირობითი შედარება. კითხვა შეეხებოდა „გლობალური ომის პარტიას“ და ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, რას გულისხმობთო, გააკეთა შედარება, რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. პირობითი სახელია და როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე საუბრისას „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S