Accentnews.ge
პაპუაშვილი: აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, მოსკოვი იყო, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს

პაპუაშვილი: აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, მოსკოვი იყო, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს

20/05/2024 08:41:04 ციტატა

„ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, რუსეთი იყო. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს - ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, ხან - რა, ინსტრუმენტად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე გავლენა მოეხდინა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. საქართველოს, ქართველ ხალხს სანქციების დაწესების მხრივ ეს გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება რუსეთიდან გვქონდა. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვლმა განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S