Accentnews.ge
დეპუტატი მშობლებისგან მასწავლებლების დასმენას ითხოვს

დეპუტატი მშობლებისგან მასწავლებლების დასმენას ითხოვს

20/05/2024 10:00:45 პოლიტიკა, საზოგადოება

"ქართული ოცნების" წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში ლადო მგალობლიშვილი მშობლებს მოუწოდებს, დარეკონ და განათლების სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია იმ მასწავლებლებზე, რომლებიც სკოლაში პოლიტიკაზე ლაპარაკობენ.

"მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ... პირადად მე ვიყავი ავტორი და უმაღლესი საბჭო ინიციატორი, სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად", - თქვა მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S