Accentnews.ge
მედია: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

მედია: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

20/05/2024 10:37:13 მსოფლიო

გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ,– იტყობინება Bild am Sonntag საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის დახმარებისთვის 3.8 მილიარდი ევრო მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ დრომდე გამოყოფილი 7.1 მილიარდი ევრო მთლიანად დაიხარჯა და ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად მხოლოდ 300 მილიონი დარჩა.

დაუგეგმავი ხარჯები დასამტკიცებლად გერმანიის პარლამენტს ივნისში წარედგინება.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ანონიმური წყაროს თქმით, მიმდინარე წელს ბერლინი კიევისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S