Accentnews.ge
ჰააგის პროკურორმა ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ 3 ლიდერის დასაკავებლად ორდერები მოითხოვა

ჰააგის პროკურორმა ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ 3 ლიდერის დასაკავებლად ორდერები მოითხოვა

20/05/2024 12:30:54 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზაში "ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა ომის დანაშაულებისთვის.

კარიმ ხანმა თქვა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ორივე მამაკაცს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკისრება ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.

პროკურორი ორდერს ასევე ითხოვს ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და "ჰამასის" პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეს, ასევე დაჯგუფების სამხედრო უფროს მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S