Accentnews.ge
გაერო: რაფა დაახლოებით 800 ათასმა პალესტინელმა დატოვა

გაერო: რაფა დაახლოებით 800 ათასმა პალესტინელმა დატოვა

20/05/2024 13:19:24 მსოფლიო

დაახლოებით 800 ათასი პალესტინელი იძულებული გახდა, რაფა დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში. ამის შესახებ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოების გაეროს სააგენტოს (UNRWA) გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინმა X-ში დაწერა.

ლაზარინმა თქვა, რომ პალესტინელები, რომლებიც თავიანთ სახლებს ტოვებენ, "დაუცველები აღმოჩნდებიან", ხოლო IDF-ის განცხადებები, რომ პალესტინელებს შეუძლიათ გადავიდნენ ღაზას სექტორში უსაფრთხო ზონებში, სიცრუეა.

"ღაზას სექტორში არ არსებობს უსაფრთხო ზონები. არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო. არავინ არის უსაფრთხოდ." - წერს UNRWA-ს ხელმძღვანელი.

ლაზარინმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ადგილებში, სადაც პალესტინელები გარბიან, არ არსებობს "მინიმალური პირობებიც კი" გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაცემისთვის. ღაზას სექტორის ძირითადი გადასასვლელები საბრძოლო მოქმედებების გამო ჩაკეტილი ან დაუცველია.

UNRWA-ს ხელმძღვანელის თქმით, 6 მაისიდან, ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ 33-მა სატვირთო მანქანამ მიაღწია სექტორის სამხრეთ ნაწილს, რაც "მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებებისა და მასობრივი დევნილობის მცირე ნაწილია."

ლაზარინმა ასევე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან შემდგომი ესკალაცია მხოლოდ "მეტ ქაოსს გამოიწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S