Accentnews.ge
იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა

იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა

20/05/2024 13:54:40 საზოგადოება

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 649.2%-ით გაიზარდა. ხოლო, აპრილში 99.5%-ით,– იტყობინება bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურზე დაყრდნობით.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 36.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 4.8 მლნ აშშ დოლარის.

სრული 4 თვის მონაცემებით მთავარი იმპორტიორი კატარია, ხოლო გასული თვის მონაცემებით გერმანია. აპრილში საქართველომ გერმანიიდან 9.4 მლნ აშშ დოლარის საფრენი საშუალებები შეიძინა.

იანვარ-აპრილის TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალი კი შემდეგია:

  • კატარი - 22.01 მლნ აშშ დოლარი;
  • გერმანია - 9.4 მლნ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 3.7 მლნ აშშ დოლარი;
  • იტალია - 331.2 ათასი აშშ დოლარი;
  • ლატვია - 327.06 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება რეექსპორტს, მაჩვენებელი ნულოვანია. ხოლო ექსპორტზე 5.1 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა თებერვალსა და აპრილის თვეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S