Accentnews.ge
სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები საპროტესტო მსხვლელობას გამართავენ

სამხატვრო აკადემიის, თეატრალურისა და კონსერვატორიის სტუდენტები საპროტესტო მსხვლელობას გამართავენ

20/05/2024 14:29:30 საზოგადოება

21 მაისს, 10:00 საათზე სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს გამართავენ.

ისინი რუსთაველის მეტროდან სამივე უნივერსიტეტის გავლით კულტურის სამინისტროსთან მივლენ.

"ხელოვნება არის თვითგამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა!

ხელოვნება ვერ იქნება აპოლიტიკური და არ უნდა იყოს შეზღუდული კანონით!

მოვითხოვთ რექტორების ხელმოწერების გაწვევას, რომლითაც სასწავლებელი დაუპირისპირდა სტუდენტების ნებას და უგულებელყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს საქმიანობას!

შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში.

ვაგრძელებთ ბოიკოტს!

მოვუწოდებთ ხელოვანებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შემოგვიერთდნენ!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S