Accentnews.ge
სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი ერთ პირს წარედგინა

სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალი ერთ პირს წარედგინა

20/05/2024 15:04:30 სამართალი

სენაკში, გორის ქუჩაზე19 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარედგინა.

ბრალდებულია 2003 წელს დაბადებული ლ.ს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

ბრალდებულს განზრახ მკვლელობას ედავებიან (სსკ–ის 108-ე მუხლი), რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო", - წერს პროკურატურა.

შსს იტყობინებოდა, რომ დავა წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად წარმოიშვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S