
მე-12 კლასელები და სტუდენტები მსვლელობისთვის ემზადებიან
20/05/2024 15:11:41 საზოგადოება
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები იკრიბებიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ.
ამასთან, მსვლელობისთვის ემზადებიან სტუდენტებიც. მსვლელობა სამედიცინოს უნივერსიტეტიდან და მეტროს სადგურ წერეთლიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს. კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს გადაუგზავნა.