Accentnews.ge
მედია: აშშ–ის მიერ რუსული ტანკერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტური აღმოჩნდა

მედია: აშშ–ის მიერ რუსული ტანკერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტური აღმოჩნდა

20/05/2024 17:15:49 მსოფლიო

აშშ–ის მიერ კონკრეტული ტანკერების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები ეფექტური აღმოჩნდა: თითქმის ყველა გემმა, რომელიც მოექცა აშშ-ის სანქციების ქვეშ, შეწყვიტა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა და უფუნქციოა, – წერს Bloomberg ტანკერების გადაადგილების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან სანქციები დაწესდა 40 ტანკერზე, ძირითადად, ზღვრული ფასების დარღვევისა და დასავლელი მზღვეველების მოტყუებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ფინანსური მომსახურების გაწევა მხოლოდ იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც ყიდულობენ ნავთობს რუსეთიდან ბარელს არაუმეტეს 60 დოლარად. მათგან მხოლოდ ერთი, Sovcomflot-ის ტანკერი Primorye დაიტვირთა ნავთობით სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ; ის ახლა აზიაში გადადის.

დანარჩენები დაუტვირთავები დგანან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გარდა ერთისა, რომელიც ჩინეთში სარემონტოდ გაემგზავრა. ამრიგად, Sovcomflot-ის რვა ტანკერი განლაგებულია ვლადივოსტოკისა და ნახოდკას პორტებთან, ნაწლი მათგანი, თითქმის ხუთი თვეა. კიდევ შვიდი დაბრუნდა შავ ზღვაში დეკემბრიდან მაისის დასაწყისში, სამი – ბალტიისპირეთში.

ჯამში სანქცირებული იქნა Sovcomflot-ის 21 ტანკერი. დანარჩენი 19-დან 18 ეკუთვნის Hennesea Holdings Ltd. UAE-დან. კიდევ ერთი, თურქული Yasa Golden Bosphorus, ერთადერთია, რომელიც ამოიღეს სანქციების სიიდან აპრილში. ამის შემდეგ ის შეერთებულ შტატებში დაიტვირთა ნავთობით, მაგრამ შემდეგ გაჩერდა ტეხასის სანაპიროზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S