
ესპანეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
20/05/2024 18:36:58 მსოფლიო
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ მან "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.
ახალი სამხედრო მხარდაჭერა მოიცავს "ლეოპარდის" ტანკების მეორე პარტიას, საბრძოლო მასალას, მათ შორის 155 მმ კალიბრს, "პატრიოტის" საზენიტო რაკეტების ახალ პარტიას, ანტიდრონის სისტემას, ელექტრო-ოპტიკურ სათვალთვალო სისტემებს და სხვა.
"ლეოპარდის" ტანკების მეორე პარტია უკრაინაში ივნისის ბოლოს უნდა ჩავიდეს.
ესპანეთი და უკრაინა ასევე გეგმავენ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებას.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ონლაინ შეიკრიბა 20 მაისს.