Accentnews.ge
ზელენსკიმ დაადასტურა მოლაპარაკებები პარტნიორებთან რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მათი იარაღით განხორციელების თაობაზე

ზელენსკიმ დაადასტურა მოლაპარაკებები პარტნიორებთან რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მათი იარაღით განხორციელების თაობაზე

20/05/2024 18:45:21 მსოფლიო

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დასავლური იარაღით დარტყმების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან მათი იარაღის გამოყენებაზე რუსული სამხედრო ტექნიკაზე დარტყმებისთვის საზღვარზე და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

„ჯერჯერობით დადებითი არაფერია“, - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.

მასალაში არ არის დაკონკრეტებული, ისაუბრა თუ არა ზელენსკიმ კონკრეტულ პარტნიორებზე, რომლებთანაც უკრაინა შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გასულ კვირას The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ სთხოვა ბაიდენის ადმინისტრაციას დახმარა რუსეთში იმ მიზნების იდენტიფიცირებაში, რომლებზეც კიევს საკუთარი იარაღით შეუძლია დარტყმა, და ასევე სთხოვა, გაეუქმებინათ შეზღუდვები აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S