
აშშ–მა უკრაინას ხარკოვისთვის 107 გენერატორი მიაწოდა
20/05/2024 18:53:42 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა 107 გენერატორი ხარკოვის რეგიონისთვის, რომელიც ექვემდებარება რეგულარულ საჰაერო თავდასხმებს რუსეთის მხრიდან. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა X–ზე დაწერა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მიაწოდა 107 გენერატორი ხარკოვის რეგიონის ხუთ დასახლებულ პუნქტს, რათა საავადმყოფოებმა და სკოლებმა განაგრძონ მუშაობა ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც კი.
”რადგან რუსეთის სასტიკი თავდასხმები ხარკოვის რეგიონზე გრძელდება, შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავის პარტნიორებს”, - თქვა ბრინკმა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ავსტრიის მთავრობა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს 5 მილიონ ევროს გამოუყოფს. ასევე გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს გრანტს გასცემს. დიდი ბრიტანეთი დამატებით 23 მილიონ ევროს შეიტანს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში.