Accentnews.ge
ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ განაცხადა

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ განაცხადა

20/05/2024 20:12:50 მსოფლიო

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 22-ე შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი) გამოაცხადა უკრაინისთვის YPR-765–ს ქვეითი საბრძოლო მანქანების პარტიის გადაცემის შესახებ.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჰოლანდიური ქვეითი საბრძოლო მანქანები "მალე ჩავა" უკრაინაში. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

„უკრაინისთვის ასეთი ჯავშანტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მანევრირებადია, შეუძლია ჯარების სწრაფად ტრანსპორტირება და შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზვერვის, შეტევისა და თავდაცვითი მიზნებისთვის",– ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინას ჰოლანდიიდან უკვე მიღებული აქვს 207 ასეთი ქვეითი საბრძოლო მანქანა. მსგავსი მოთხოვნა იყო უკრაინიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S