
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 29 დრონოდან 28 გავანადგურეთ
21/05/2024 06:00:53 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 29 დრონოდან 28 გაანადგურეს.
"ჩამოვაგდეთ 28 დრონი ოდესის, მიკოლაევის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში. ოკუპანტების საჰაერო შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფები, ასევე, საჰაერო ძალებისა და სახმელეთო ჯარების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, გამანადგურებელი თვითმფრინავები და ელექტრონული ომის საშუალებები," - ნათქვამია საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, ოკუპანტები უკრაინას დრონებით თავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკი და კურსკი) და ოკუპირებული ყირიმიდან ესხმოდნენ (კონცხი ჩაუდა).