
გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიების თაობაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა
21/05/2024 06:31:07 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბერლინის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიების თაობაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.
"უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ რიგით 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე", – აცხადებენ უწყებაში.
მისივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, დანია, კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.
გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, აშშ და საფრანგეთი უკრაინას აღჭურვილობითა და რაკეტებით დახმარებას დაჰპირდნენ, ლატვიამ კი გამოთქვა სურვილი, ინიციატივას შეუერთდეს.