Accentnews.ge
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეთა გუნდმა საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეთა გუნდმა საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

21/05/2024 08:36:29 რეგიონები, რეკლამა

19 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდმა (პედაგოგი - ნინო მარტოლეკი, კონცერტმეისტერი - სოფო დათიაშვილი), მე-2 კლასის მოსწაველემ - ქეთი ტატუაშვილმა (პედაგოგი ნ.დ. მამაცაშვილი) და მე-5 ეკლასის მოსწავლემ - ნუცა ობგაიძემ (პედაგოგი -ქ.ოდილავაძე) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში ,,რონდო კლასიკა“, რომელიც გაიმართა ქ.თბილისში, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საკონცერტო დარბაზში.

"მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეები წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე, ღირსეულად წარმოაჩინეს მცხეთის მუნიციპალიტეტი, მოიპოვეს მაყურებლის აღფრთოვანება და გადალახეს I შესარჩევი ტური.

14 ივნისს, გამარჯვებული ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდი (პედაგოგი- ნინო მარტოლეკი) მონაწილეობას მიიღებს გალა კონცერტში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ვულოცავთ მოსწავლეებს ფესტივალში წარმატებით მონაწილეობას!"- აცხადებენ ცენტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S