Accentnews.ge
ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა

21/05/2024 10:55:00 მსოფლიო

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, - იუწყება ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა.

"3 მილიარდამდე ევროს (3,26 მილიარდი დოლარი) ოდენობის შემოსავალია მოსალოდნელი მხოლოდ წელს, თანხის 90% უკრაინის სამხედრო მიზნებს მოხმარდება. რუსეთმა ომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

მისიცე ინფორმაციით, მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S