
მედია: 58-ე არმიის ყოფილი მეთაური განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობისთვის დააკავეს
21/05/2024 13:44:47 მსოფლიო
"რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს", - იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.
დანაშაულის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა მედია წერს, რომ პოპოვისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა.
გენერალი პოპოვი 58-ე არმიას მეთაურობდა, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მოქმედებდა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ იგი მეთაურობიდან გადააყენეს, რასაც წინ უძღოდა მისი მიმართვა. სამხედრო მეთაური რუსული არმიის პრობლემებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ ყველაფრის მოსმენა გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს არ სურდა.