
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა გავანადგურეთ
22/05/2024 06:08:48 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა დრონი გაანადგურეს.
"რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 24 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა 24 -ვე დრონი ჩამოაგდეს", – აცხადებენ საჰაერო თავდაცვის ძალებში.
მისი ცნობით, დრონებით შეტევა იყო ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ოდესის რეგიონებში.