Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი შეტევა განახორციელა

22/05/2024 06:15:50 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი შეტევა განახორციელა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით დაარტყეს სუმის ოლქის შოსტკის და კონოტოპის რაიონებში მდებარე ენერგოობიექტებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა.

რუსეთი არაერთი თვეა, ინტენსიურად უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. მაგალითად, კერძო ენერგოკომპანია DTEK-ის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქი კიევი და კიევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები ელექტროენერგიას შეუზღუდავად მიიღებენ მხოლოდ დილის შვიდიდან საღამოს ექვს საათამდე.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ 21 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის არმიის მიერ დანგრეული და დაზიანებული ელექტროსადგურების აღდგენას თვეები და წლები დასჭირდება, ამიტომ უკრაინელებმა უნდა ისწავლონ შეზღუდული ენერგომომარაგების პირობებში ცხოვრება.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S