
რუსეთი ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ატარებს
22/05/2024 06:19:15 თავდაცვა
რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნები დაიწყო.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მანევრების მიზანია არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავება“.
"გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით დაიწყო სწავლების პირველი ეტაპი. სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის გამოიყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, „ისკანდერს“ და აერობალისტიკურ რაკეტებს, „კინჟალს", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში, თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს რამდენ ხანს გასტანს სწავლება.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ამოცანად განსაზღვრულია რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთის დაცვა. ამ ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, სომხეთის ქალაქ გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021