Accentnews.ge
ISW: კრემლი კვლავ ბირთვული შანტაჟით ცდილობს დასავლეთზე ზემოქმედებას

ISW: კრემლი კვლავ ბირთვული შანტაჟით ცდილობს დასავლეთზე ზემოქმედებას

22/05/2024 07:52:30 მსოფლიო

რუსეთის ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების დაწყებას „რეფლექსური კონტროლის კამპანიის“ გაგრძელებად აფასებს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW).

ცენტრის ექსპერტების ანალიზის მიხედვით, კრემლი განაგრძობს ბირთვული იარაღის „ჟღარუნის“ დაკავშირებას დასავლეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დისკუსიებთან. ამჯერად, ეს ეხება დისკუსიას, უნდა მისცეს თუ არა უკრაინას დასავლეთმა მისგან მიღებული იარაღის გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის მცდელობა ნაწილია „რეფლექსური კონტროლის კამპანიის“, რომლის მიზანიც არის, გავლენა მოახდინოს დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს განაცხადა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნების პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას“.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის გამოიყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, „ისკანდერს“ და აერობალისტიკურ რაკეტებს, „კინჟალს“. რამდენ ხანს გასტანს სწავლება, დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S