Accentnews.ge
პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა

22/05/2024 08:44:03 მსოფლიო

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა - ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია.

22 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, რომ ომმა ღაზაში ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს წევრ 130-ზე მეტ ქვეყანას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S