Accentnews.ge
ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელეს

ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელეს

22/05/2024 09:04:13 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა ევროპის ჩემპიონატის წინ, საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა.

სიაში 26 ფეხბურთელი შედის:

  • მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
  • მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩელეიშვილი;
  • ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი;
  • თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ შეხვედრას არ ჩაატარებს. ფეხბურთელები ავსტრიაში 2 ივნისს შეიკრიბებიან.

გერმანიაში გასამართ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას დორტმუნდში, 18 ივნისს თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში შეხვდება, 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S