Accentnews.ge
პოლონეთი რუსეთთან საზღვარს ამერიკული აეროსტატებით გააკონტროლებს

პოლონეთი რუსეთთან საზღვარს ამერიკული აეროსტატებით გააკონტროლებს

22/05/2024 10:39:23 მსოფლიო

პოლონეთმა შეიძინა ოთხი სადაზვერვო აეროსტატი Barbara შეერთებული შტატებისგან რუსეთისა და ბელარუსიის საზღვრებზე საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის, იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

”პოლონეთი გახდება მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გამოიყენებს ამ ტიპის სისტემას”, - თქვა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. მისი თქმით, ხელშეკრულების ღირებულება 960 მილიონი დოლარი იყო.

Barbara–ს შეუძლია 300 კმ-ზე მეტი რადიუსში რაკეტების, თვითმფრინავების, დრონების, საზღვაო დრონების აღმოჩენა. ის ინტეგრირებული იქნება ქვეყნის არსებულ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავა 2,3 მილიარდ ევროს დახარჯავს რუსეთისა და ბელარუსის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, პოლონეთი სტრატეგიულ პოზიციას იკავებს ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე და გრძნობს პასუხისმგებლობას კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S