Accentnews.ge
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში გაიხსნა

22/05/2024 12:44:29 ეკონომიკა

20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები სრულდება.

როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ქართულ ობიექტზე გრძელდება.

„ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოები დღის პირველ ნახევარში გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ოფიციალურად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. ბაქოში გამართულ გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ცერემონია რკინიგზის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ეძღვნებოდა. ამ თარიღიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგაც რკინიგზაზე სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S