
დიაროვი: ოთხმა ადამიანმა დამირეკა პოლიციიდან, შემდეგ ხუთი პოლიციელი მოვიდა
22/05/2024 13:11:58 საზოგადოება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ლაშა დიაროვი სასამართლოში გამოკითხაზე გამოცხადდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება მას შემდეგ, რაც უნდობლობა გამოუცხადა კრიმინალურ პოლიციას. როგორც ცნობილია, აქციების მონაწილეებს მასობრივად იბარებენ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
„რუსულმა რეჟიმმა მიმართა ნაცად ხერხს – მოსახლეობის დაშინებას. ყველანაირად ცდილობენ, მოასახლეობაზე მოახდინონ ზეგავლენა, რათა საპროტესტო მუხლი ჩაახშონ. ყველაზე, ვინც აქტიურია, მიმდინარეობს ზეწოლა, იბარებენ კრიმინალურ პოლიციაში...
ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოში გამოკითხვა. ოთხმა ადამიანმა დამირეკა პოლიციიდან, შემდეგ უწყება ჩამაბარეს, ხუთი პოლიციელი (არ ვიცი, ეს რაოდენობა რა საჭირო იყო) იყო მოსული იმის სათქმელად, რომ თუ დღეს სასამართლოში არ გამოვცხადდებოდი, სისხლის სამართლებრივი დენა დაიწყებოდა ჩვენს წინააღმდეგ. მოვედით, არაფრის გვეშინია, დანაშაული არ ჩაგვიდენია, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის არაფრის შეგეშინდეთ. ამ ქვეყნის მომავალი ევროპაა“,– თქვა დიაროვმა.