
ირანში „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელიც ჩავიდა
22/05/2024 14:03:30 მსოფლიო
„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ის თეირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.
„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ბატონმა ისმაილ ჰანიემ, პალესტინელი ხალხისა და მთავრობის სახელით, იმამ ხამენეის და ირანელ ხალხს პრეზიდენტ რაისისა და მისი გარემოცვის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის ოფისი შეტყობინებაში.
ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ჩავიდა ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად.
ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.