
შაპსი: გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ
22/05/2024 14:14:00 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში, რომელსაც მოსკოვი სავარაუდოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.
"დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება რუსეთსა და ჩინეთს შორის უკრაინაში გამოყენებისთვის განკუთვნილი შეიარაღების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნა შაპსმა ლონდონში გამართულ თავდაცვის კონფერენციაზე.
ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ "ლეტალური დახმარება ჩინეთმა უკვე მიეწოდა ან მომავალში მიაწვდის რუსეთს, საიდანაც ის უკრაინაში მოხვდება“. გრანტ შაპს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და ჩინეთს შორის დაახლოებაზე, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 64%-ით ზრდაზე. ამ კონტექსტში გრანტ შაპსმა გაიხსენა ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში.
პუტინი ჩინეთში 16 მაისს ჩავიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად. მათ შორის იყვნენ თავდაცვის ახალი და ყოფილი მინისტრები ანდრეი ბელოუსოვი და სერგეი შოიგუ.