
ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
22/05/2024 14:20:57 სამართალი, საზოგადოება
რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.
ორმაგი მკვლელობისთვის დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დანაშაული სანადირო თოფითაა ჩადენილი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს",– ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მკვლელობა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ.
ბავშვს დაზიანება არ მიუღია.